ლიკანის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ხანძრის ქრობის პროცესში, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული.

"ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.