ავღანეთში, მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ჰერატში მდებარე მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თალიბანის“ მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დაიღუპა 18 და დაშავდა 23 ადამიანი.

ისინი მომხდარს თავდასხმად აფასებენ.

ამასთან, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით, არავის აუღია.