დონალდ ტრამპი იმპიჩმენტზე: ეს პოლიტიკის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის გაგრძელებაა

„ვფიქრობ, რომ ეს უზარმაზარ რისხვას იწვევს. ეს პოლიტიკის ისტორიაში კუდიანებზე უდიდესი ნადირობის გაგრძელებაა“, - განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა.

რესპუბლიკელი ლიდერებისა და მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დონალდ ტრამპი 20 იანვრამდე უნდა გადააყენონ.