ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა „ტელეგრამ არხზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.
„მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ მე, თურმე ყველაზე ხანგრძლივი ვადით და სიცოცხლისუნარიანი ვარ ამ თანამდებობაზე, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონ შევამჩნიე, რომ ძალიან დიდხანს დავყავი აქ და [ჩამოვჯექი]. ვფიქრობ, რომ სრულად დავიმსახურე განუსაზღვრელი და ხანგრძლივი შვებულება. იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, - განაცხადა კადიროვმა.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.