უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საბერძნეთში ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით პირველად ჩავიდა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ეპიფანემ Twitter-ზე დაწერა.
„პირველად, როგორც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ჩავედი საბერძნეთში, რათა დავამოწმო ჩვენი ურყევი სულიერი ერთიანობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან და ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმესთან, იერარქებთან, სამღვდელოებასთან და სამი მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებთან ერთად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.