კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივ საქმეს ორი ეჭვმიტანილი ჰყავს: დემიენ სანდერსონი და მაილს სანდერსონი. ორივე სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და ადგილობრივი პოლიციის, ცნობით, ისინი შეიარაღებულები და სახიფათოები არიან.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდოებენ, რომ გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ.
ამასთან, დამნაშავეების ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.