სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. პარალელურად, სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს ავიაცია, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ცნობისთვის, ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა.