ევროკავშირი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, რომ საბერძნეთთან მიმართებით, აგრესიული რიტორიკა შეწყვტოს.
„მუქარა და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. მნიშვნელოვან და გულწრფელ დიალოგში მონაწილეობა აუცილებელია დაძაბულობის განმუხტვის, ურთიერთგაგების ხელშეწყობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის განცხადებებში აღნიშნულია, რომ თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მტრული განცხადებები საბერძნეთთან მიმართებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში და სრულიად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ-ხმელთაშუა ზღვაში დეესკალაციის მცდელობებს, რაც ევროპის საბჭოს 2021 წლის მარტისა და 2022 წლის ივნისის მოსაზრებებშია გათვალისწინებული.
ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას.
Reuters-ის ცნობით, ერდოღანის განცახდებამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას განაგრძობს.