მსოფლიოში პირველი ცხვირში შესასხურებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ჩინეთმა დაამტკიცა

ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ცხვირში შესასხურებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ვაქცინების ჩინური მწარმოებელი CanSino ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ჩინეთის მარეგულირებელმა COVID19-ის შესასხურებელი ვაქცინა ბუსტერდოზად დაამტკიცა.
 
"შესასუნთქი ვაქცინა იმავე ინგრედიენტებს შეიცავს, რასაც სხვა ჩინური ვაქცინები, მაგრამ საფრქვეველი მოწყობილობა მას თხევადი ფორმიდან აეროზოლად გარდაქმნის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2019 წლსის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ 11-მილიონიან ქალაქ უხანში პნევმონიის მსგავსი ახალი დაავადება გავრცელდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. 2020 წლის 1 იანვარს ის დახურეს.

9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო COVID19-ის აქამდე უცნობი ტიპი. ეს გახლავთ ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.