კანადაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის დამიენ სანდერსონის ცხედარი იმ რაიონში იპოვეს, სადაც რამდენიმე მსხვერპლი ცხოვრობდა.
- კანადის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ამასთან, რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს, მაილს სანდერსონს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.