ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა „უვადო შვებულებაში“ გასვლა გადაიფიქრა. ამის შესახებ განმარტება, მან ტელეგრამის არხზე გამოქვყნებული ვიდეოში გააკეთა.
კადიროვის თქმით ახლა „უბრალოდ არ აქვს წასვლის უფლება“, რადგან ხალხმა მიანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და „ამ ნდობის გამართლება მისი წმინდა მოვალეობაა“.
ის მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით დატოვებს პოსტს. „ამიტომ, ვადამდელი შვებულების შესახებ საუბარს“ მომავლის გადადებს და კუთვნის შვებულებასაც არ აიღებს.
„ვსაუბრობდი უვადო შვებულებაზე, ვფიქრობდი 15 წელი - ეს ბევრია, თურმე, ყოფილან გუბერნატორები, რომლებიც 27 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოდის რომ არც ისე დიდხანს ვყოფილვარ" - ამბობს ჩენჩნეთის ლიდერი.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.