ჯო ბაიდენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ ემხრობა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ არ ემხრობა რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებას. ამის შესახებ Reuters წერს.

ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი გაწყვეტს აშშ-თან ურთიერთობას, თუ თეთრი სახლი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.