გერმანული ბიზნესი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესდა

გერმანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესდა. ეს საკითხი ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევისა და გერმანიის დელეგაციის შეხვედრაზე განიხილეს. 

გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელი დომენიკ შნიხელსმა, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის სატრანზიტო ჯაჭვში გერმანული კომპანიების ჩართვის შესახებ განაცხადა. 

ამასთან, გერმანულმა მხარემ ყაზახეთში არსებული საბადოების დამუშავებასა და ენერგოსექტორში თანამშრომლობის საკითხებზე ინტერესი გამოხატა.