ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღად 12 სექტემბერი დაასახელა. შესაბამისი განცხადებით, ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონი გამოვიდა.
შედეგად, რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო მოსაკრებელი შესაძლოა, 85 ევრომდე გაიზარდოს, დოკუმენტის გაცემის ვადები კი, შესაძლოა 45 დღემდე გახანგრძლივდეს.
„რუსეთთან ჩვეული საქმე არ შეიძლება. ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება სრულად შეჩერდეს და ოკუპირებული უკრაკინის რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების მოქმედება არ იყოს აღიარებული. სავიზო რეჟიმის გამარტივება არის ნდობის ნიშანი, რომელიც რუსეთის აგრესიულმა ომმა მთლიანად დაანგრია“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.