YouTube-მა ტრამპს საკუთარ იუთუბარხზე მასალის განთავსება ერთი კვირით აუკრძალა

YouTube-მა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარ იუთუბარხზე მასალის განთავსება ერთი კვირით აუკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

YouTube-ის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპის არხზე განთავსებული ვიდეო ძალადობისკენ წაქეზებას შეიცავდა. აღნიშნული მასალა წაიშალა. კომპანიაში ვიდეოს დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ერთ კვირაში გადაწყვეტილებას გადახედავენ.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შემდეგ, სოციალურმა ქსელებმა Facebook-მა და Instagram-მა დონალდ ტრამპს ანგარიში მინიმუმ ორი კვირით დაუბლოკა. Twitter-მა კი მიკრობლოგი სამუდამოდ დაუბლოკა.