ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა. როგორც ცნობილია, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და რადიო ნავიგაციის სისტემა.
სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების გამო, ალეპოს აეროპორტმა მუშაობა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ შეაჩერა.
"ისრაელი „ცეცხლს ეთამაშება“ და ფართო კონფლიქტის რისკებს აჩენს", - აცხადებენ სირიის მთავრობის წარმომადგენლები.