თეთრი სახლის სპიკერმა კარინე-ჟან პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებამ, შესაძლოა, უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გამოიწვიოს და ჰუმანიტარულ ძალისხმევას ზიანი მიადგეს.
„რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებამ შესაძლოა, უკრაინას და მსოფლიოს არასასურველი შედეგები მოუტანოს. მაგალითად, ჩვენ ვესაუბრეთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში, უკრაინის ზოგიერთ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გართულდება“, - განაცხადა კარინე-ჟან პიერმა.
ჟან-პიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები არ მიიჩნევს ქმედითად წინადადებას, აღნიშნულ სიაში რუსეთის დამატების შესახებ. ადმინისტრაციის განცხადებით, ამგვარ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს „გაუთვალისწინებელი შედეგები უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი გაწყვეტს აშშ-თან ურთიერთობას, თუ თეთრი სახლი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.