ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბოსნია-ჰერცოგოვინაში ვიზიტისას განაცხადა.
სარაევოში გამგზავრებამდე ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ბალკანეთის სტაბილურობასა და განვითარებას. ასევე ბალკანეთის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
„ჩვენ ვეცდებით, ვიპოვოთ გამოსავალი ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია არამხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული მიზეზებით, არამედ რეგიონთან ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირების გამო.
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი სერბეთში ჩავიდა, შემდეგ კი ხორვატიას ეწვევა.