საქართველოსა და უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის არ დასჯა შეცდომა იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მის საზღვრებში დაბრუნებაა.
„ახლა მტკიცედ უნდა დავდგეთ. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მის საზღვრებში დაბრუნებაა. რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მოიპოვოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ მისმა აგრესიამ შედეგი გამოიღო. ეს იქნებოდა ერთგვარი მიპატიჟება და შემდგომში ვერცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობდა“, - განაცხადა კალასმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუს მიცემის დროს.
ამასთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ თუ რუსეთის აგრესიამ შედეგი გამოიღო ვერცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს.