ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის დასაწყისში იქნება მიღებული. ამის შესახებ TAP-ის მმართველმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა Gastech-ის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ დამატებით გაზს TAP-ი აზერბაიჯანის რამდენიმე საბადოდან მიიღებს.
„თუ იქნება საკმარისი მოთხოვნა სიმძლავრის გაფართოებაზე, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს, რომელიც შეიძლება ეტაპობრივად განვითარდეს. 36 თვეში ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ დამატებითი გაზის პირველი მოცულობები, 60 თვეში კი გავაორმაგოთ სიმძლავრე“, - განმარტა შიეპატმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.