"კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ალბანეთის ციფრული ინფრასტრუქტურის განადგურებას და საჯარო სერვისების პარალიზებას", - საჯარო სერვისებზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დადასტურებულია, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ განხორციელდა.
„თავდასხმა ჩავარდა და ზიანი შეიძლება, განხილულ იქნას მცირედ და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობით. დადასტურდა, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ, რომელმაც დააფინანსა ოთხი სხვადასხვა დაჯგუფება ალბანეთზე თავდასხმის მოსაწყობად“,- დასძინა რამამ.