ლიეტუვა უკრაინას (105 მმ-იან) ჰაუბიცებს უგზავნის.
ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია Twitter-ზე განათავსა.
„ლიეტუვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განაგრძობს. ჩვენი ჰაუბიცები უკრაინისკენ მიემართებიან“, - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ლიეტუვის მიერ გაღებული დახმარების ღირებულება მალე ნახევარ მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
ცნობისთვის, ჰაუბიცა არის საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაც დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანაა.