ვალერი ზალუჟნი: უკრაინა ყირიმის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აღიარა, რომ ყირიმის ქალაქ საკის მახლობლად, რუსეთის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმის შედეგი იყო. ამის შესახებ მან Ukrinform-ს განუცხადა.  

მანამდე უკრაინა პირდაპირ არ იღებდა პასუხისმგებლობას ნოვოფედოროვკაში მომხდარ აფეთქებებზე, რის შედეგადაც დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ამასთან, უკრაინელი ოფიციალური პირები არ უარყოფდნენ, რომ თავდასხმის უკან უკრაინის შეიარაღებული ძალები იდგნენ. 

ნოვოფედოროვკაში მდებარე აეროდრომის გარდა, ყირიმში მდებარე რუსეთის სხვა სამხედრო ობიექტებსაც დაესხნენ თავს, მათ თავდასხმები  ჯანკოისა და ქერჩის მახლობლადაც მოხდა. 

სტატიაში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, უმაღლესი რადას მოადგილე გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ ზაბროდსკისთან ერთად დაწერა და Ukrinform-ზე გამოქვეყნდა, ზალუჟნი რუსეთთან ომის შესახებ თავის ხედვაზე საუბრობს. სტატიაში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2023 წლის განმავლობაში.