აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის დამატებითი ნაკადების მიწოდების გამო, შესაძლოა, იტალია სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ (EPC) მკვლევარმა მარკო ჯულიმ განუცხადა.
მისი თქმით, ტრანსადრეატიკული მილსადენის (TAP) როლი, ენერგოკრიზისის დაძლევის შემთხვევაში მნიშვნელოვანია.
„დღეს მილსადენის სიმძლავრე მაქსიმუმზეა. თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს პროექტი ევროკავშირისა და აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გაფართოვდეს. აზერბაიჯანმა შესაძლოა, TAP-ი დასავლეთ ევროპაში გაზის დამატებითი ნაკადების მიწოდებისთვის გამოიყენოს. ეს იტალიას ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს“, - აცხადებს მკვლევარი.
მარკო ჯულის განცხადებით, იტალიის ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ TAP -ით „სუფთა წყალბადის“ ტრანზიტი განხორციელდეს, თუმცა მკვლევარო ფიქრობს, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა.
შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო.
TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.