აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (შუა დერეფანი) ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მედია წერს, რომ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა იზრდება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წლის 8 თვეში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე 1,3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 2,5-ჯერ მეტია.
მედია წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შუა დერეფანს 6 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია.