გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის სხვადასხვა მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. გთავაზობთ რამდენიმე ციტატას ლოიდ ოსტინის გამოსვლიდან.
- ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ბრძოლის ველზე. ყოველდღე ვხედავთ მოკავშირეებისა და პარტნიორების მონდომებას, დაეხმარონ უკრაინას, რუსეთის მიერ წარმოებული უკანონო, იმპერიული და გაუმართლებელი დამპყრობლური ომის წინააღმდეგ ბრძოლაში.
- ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ უარს ვამბობთ ისეთ სამყაროში ცხოვრებაზე, სადაც დიდი სახელმწიფოები ძალის გამოყენებით არღვევენ საზღვრებს. უკრაინის თავდაცვის ფუნდამენტური უფლებისადმი ჩვენი მხარდაჭერა, განსხვავებული მოსაზრებების გამო არ დაირღვევა
- ამ ომის სახე იცვლება, ისე როგორც ამ საკონტაქტო ჯგუფის მისია
ამ ფორმატში ეს უკვე მეხუთე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართა და მას 43 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.