აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, კიევში ვიზიტისას მან ჩაიტანა შეერთებული შტატების გზავნილი, რომ ამერიკა უკრაინის გვერდით იდგება და განაგრძობს მის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. შესაბამისი განცხადება დეპარტამენტის გვერდზე განთავსდა.
ამავე განცხადებაშია მითითებული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ გამოუყოს 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსება უკრაინას და მის 18 მეზობელს, მათ შორის NATO-ს წევრებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არიან. თავდაპირველად საერთაშორისო მედია წერდა, რომ უცნობი იყო კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გულისხმობდა დეპარტამენტი. მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველოც იქნებოდა.
„უკრაინის არაჩვეულებრივი დამცველები აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს სანამ საჭირო იქნება. მე გავუმეორე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად.
ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ გამოუყოს 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი სამხედრო დაფინანსება უკრაინას და მის 18 მეზობელს, მათ შორის NATO-ს წევრებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არიან.
აშშ-ის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის დაახლოებით 15,2 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მას არ დაუსახელების ის ქვეყნები, რომლებისთვისაც ხსენებული დახმარებაა განკუთვნილი.