სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შეხვდება. მდივანი ბლინკენი განიხილავს NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერას უკრაინისადმი და ალიანსის გრძელვადიან გეგმებს რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით.
„მდივანი ბლინკენი დღეს უკრაინაში გაემგზავრა, 9 სექტემბერს კი, ბრიუსელში ჩავა. 8 სექტემბერს, სახელმწიფო მდივანი კევში ჩავიდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრო კულებასთან შესახვედრად და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მტკიცე ერთგულება უკრაინის მიმართ. მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ აპირებს, კონგრესს აცნობოს 2,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საგარეო სამხედრო დაფინანსების შესახებ (FMF), რათა გაძლიერდეს უკრაინისა და მისი მეზობლების უსაფრთხოება.
ეს თანხა მოიცავს 1 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, დარჩენილი დახმარება ჩვენი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის, ადმინისტრაციის ძალისხმევის მთავარი კომპონენტია, რათა განამტკიცოს ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობები, რომლებზეც გავლენას ახდენს უკრაინაში არსებული სიტუაცია, შეაკავონ და დაიცვან რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.