ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, სასურველია პაციენტიები გარკვეული პერიოდი ხალმხრავალ ადგილებს მოერიდონ.
აღნიშნული რეკომენდაციის მიზეზებზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ Europetime.eu-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„პაციენტებმა, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს. სასურველია, გარკვეული პერიოდი თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გასვლისგან. იგივე სიფრთხილით გააგრძელონ ცხოვრება, როგორც ინფიცირებამდე. ჰიგიენასთან და დისტანციასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები ძველებურად დაიცვან, რადგან ამ დროს ორგანიზმი დასუსტებულია და სასურველი არ არის, რაიმე ტიპის გრიპით დაავადდეთ”, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ცერცვაძემ.
რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ
თენგიზ ცერცვაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანაზე რეკომენდაცია არ გამიცია