- სახელმწიფო მდივნის რანგში მეხუთე და რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მესამე ვიზიტი უკრაინაში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს პროდუქტიული და მნიშვნელოვანი უწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება.
„ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული და მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დღე აქ, უკრაინაში”, - განუცხადა სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ეს არის მისი მეხუთე ვიზიტი უკრაინაში მისი ამჟამინდელი სტატუსით და მესამე - რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ.
ბლინკენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ახლა, რადგან უკრაინა იწყებს კონტრშეტევას სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში“.
„ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ჩვენი მხარდაჭერა, მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერასთან ერთად ხელს უწყობს იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ და მოქმედებენ რუსეთის მიერ აგრესიის შედეგად მიტაცებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად.
მან მედიას ისიც განუცხადა, რომ შეხვედრებზე განიხილა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საელჩოში დაბრუნება. ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, აგრესიის დაწყებისთანავე მოგვიწია საელჩოს დახურვა. ჩემი სურვილი იყო, კვლავ აღგვემართა ამერიკის დროშა და ჩვენ ეს შევძელით რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა ბლინკენმა.
„ჩვენ უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ; ჩვენი გადაწყვეტილება, რომ უკრაინა იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ვიდრე ადრე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას მორიგი დახმარება დაანონსა. უკრაინის გარდა, საგარეო სამხედრო დაფინანსება მომხდარდება იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს პოტენციური აგრესიის რისკის ქვეშ არია, მათ შორის არის საქართველო.