სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მოლდოვის კომპანიებს რუსეთში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ 10 სექტემბერს მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა.
სპინუმ გამოაქვეყნა სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ შეაჩერა ყველა ნებართვა, რომელიც რუსეთის ავიაოპერატორებზე გასცეს.
მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფრენები რუსეთში შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს და გამოსცა დირექტივა, რომელიც მოლდოვის ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენების განხორციელებას უკრძალავს.
მანამდე ანდრეი სპინუმ Air Moldova-ს გადაწყვეტილება კიშინიოვი-მოსკოვის ფრენის განახლების შესახებ, უპასუხისმგებლო უწოდა.
შეგახსენებთ, რომ Air Moldova-მ მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლებაზე პირველი ოქტომბრიდან გამოაცხადა.