NATO-ს ხელმძღვანელობით კოსოვოს ძალების (KFOR) კონტინგენტის რაოდენობა წვრთნებთან დაკავშირებით გაიზრდება, იუწყება KFOR-ის პრესსამსახური.
წვრთნები 27 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სარეზერვო ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ქვედანაყოფების ჩართულობით ჩატარდება.
წვრთნების დაწყებამდე 11 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვა სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ღონისძიებებს KFOR-ის პერსონალთან შეთანხმებით განახორციელებს.
მანევრების დასრულების შემდეგ ბრიტანული ქვედანაყოფი კოსოვოს დატოვებს და თავის ქვეყანაში დაბრუნდება.
KFOR-ის ძალები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად 1999 წელს შეიქმნა. ძალები უზრუნველყოფს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას კოსოვოში.
მანამდე KFOR-მა კოსოვოში, მიმდინარე წლის ივლისში ვითარების გამწვავების ფონზე, ვითარების განმუხტვის მიზნით მზადყოფნა გამომაცხადა.