ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 40-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა.
„ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩუჰუივის, კუპიანსკის და ბალაკლეას ოლქებში. ჩვენი ძალები კუპიანსკში შევიდნენ. იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება მიმდინარეობს. უკვე ათობით ასეთი დასახლებაა. ამ დროისთვის 40-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მისივე თანახმად, უკვე ბევრად მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული, მაგრამ უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ დროისთვის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია.