ბორის ჯონსონი: მთავრობა ვაქცინაციის 24 საათიან ცენტრებს გახსნის

ბორის ჯონსონმა, პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს დაადასტურა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის 24 საათიანი ცენტრები გახისნება.ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ჯერჯერობით უცნობია როდის გახდება შესაძლებელი ახალი ვაქცინაციის ცენრების განთავსება. ჯონსონის თანახმად,საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი მიაწვდის.

ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციის გამო,კოვიდინფიცირებულებს სასტუმროებში გადაამისამართებენ, რათა კრიტიკული პაციენტებისთვის ადგილი გაათავისუფლონ.

დიდი ბრიტანეთი COVID-ის იმუნიზაციის კამპანიას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებით გააძლიერებს.