პაპუა ახალ გვინეაში, ქალაქ კაინანტრუში, 90 კილომეტრის მოშორებით მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას"როიტერი" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
მიწისძვრის ეპიცენტრში დაზიანებულია შენობები. ამასთან, სტიქიის ზონაში მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.