ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებით, ქართველ პრიმა-ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ აუქმებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანანიაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მოლაპარაკება უკვე გამართეს.
"NOVAT- ის სამხატვრო ხელმძღვანელს ვლადიმერ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის მოლაპარაკებების შედეგად, მხარეების შეთანხმებით, გადაწყდა ადრე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან რუსეთის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იქნებოდა. ამ თემაზე მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
გასაფორმებელი კონტრაქტის გადახედვა თეატრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.