აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალი თვიდან, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად საჭირო ნახევარგამტარებისა და მიკროსქემების ექსპორტს შეზღუდავს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მოსალოდნელი შეზღუდვების შემოღების შესახებ, სამ ამერიკულ კომპანიას KLA Corp-ს, Lam Research Corp-სა და Applied Materials Inc აცნობა. წერილების თანახმად, რომელიც კომპანიებმა მიიღეს, ჩინეთის ქარხნებისთვის მიკროჩიპების ექსპორტირება იკრძალება.
ასევე რამდენიმე კომპანიას ჩინეთში, ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მიკროსქემების ექსპორტი აეკრძალა. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ აკრძალვები სავარაუდოდ მოიცავს დამატებით სანქციებს ჩინეთის წინააღმდეგ.
შეზღუდვები ასევე ექვემდებარება ცვლილებას და მათი სია მოსალოდნელზე გვიან გამოქვეყნდება.