ესტონეთმა უკრაინას მეორე საველე ჰოსპიტალი გადასცა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაწერა.
ესტონეთის მთავრობამ 18 აგვისტოს დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც ჰოსპიტალის გადაცემასაც მოიცავდა.
საავადმყოფოს გარდა, პაკეტში შედის, ნაღმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
ესტონეთმა პირველი საველე ჰოსპიტალი უკრაინას ომის დასაწყისშივე გადასცა.
ამ უკანასკნელი პაკეტის გამოკლებით, ესტონეთმა, რომლის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 600 მილიონი ევროა, უკრაინას თითქმის 250 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.