ტაივანის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

ტაივანის კანონმდებელთა დელეგაცია ვაშინგტონს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირთან, იტყობინება Radio Taiwan Internationa-ი.

პარლამენტარები შეხვდებიან ამერიკელ კოლეგებს და დახურულ მოლაპარაკებებს გამართავენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

დელეგაციაში შედის ოპოზიციური პარტიის ოთხი წარმომადგენელი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ ლოიალური დამოკიდებულით გამოირჩევა. ასევე, დელეგაციაშია ერთი დეპუტატი მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან.

გავრცელებული ცნობებით, მათ მოგვიანებით შეუერთდებიან სხვა წარმომადგენლებიც, თუმცა დეტალებზე მედია არ წერს. 

გაეცანით Europetime-ის სტატიას