სომხური მხრიდან არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა საერთაშორისო პარტნიორებს და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 13 სექტემბრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ სიგრძეზე განხორციელებული ინტენსიური დარტყმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„სომხური მხრიდან არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, ჩვენ განვიცადეთ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ თავდასხმის მცდელობებს“, - ნათქვმია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.