აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13 სექტემბრის ღამეს მომხდარი შეტაკებისას, 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.
„სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღკვეთისას, შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის აზერბაიჯანის არმიის 42 და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 8 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.