გერმანიამ, უკრაინას 4 თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა.
გერმანია უკრაინისთვის კიდევ 6 Gepard-ის გადაცემას გეგმავს.
თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი Gepard-ით წუთში 1000 გასროლის გაკეთებაა შესაძლებელი.
ივლისში გერმანიამ, უკრაინას სამი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა M270 MARS-ი გადასცა. ამასთან, კიევს ათი თვითმავალი ჰაუბიცა PzH 2000 და 10,5 ათასი ნაღმი გადასცა.
ამ დროისთვის გერმანიამ უკრაინას $1,2 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცა.