გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან „მარცვლეულის შეთანხმების“ გაფართოების საკითხი განიხილა.
გუტერეშმა გაეროს ოფისში, ამ თემაზე მედიისთვის განცხადება გააკეთა.
„ვლადიმერ პუტინთან „მარცვლეულის შეთანხმების“ გაფართოების საკითხი განვიხილე, რუსული სასუქების ექსპორტის ჩათვლით“, - განაცხადა გუტერეშმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა სასუქების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით: „2022 წელს სურსათის დეფიციტი არ გვაქვს, მაგრამ არის პრობლემები განაწილებასთან დაკავშირებით. თუ არ მოვაწესრიგებთ სასუქების ბაზარს, 2023 წელს პრობლემები გვექნება“, - განაცხადა გუტერეშმა.
გუტერეშმა ყურადღება გაამახვილა ცნობებზე, რომ მოსავალი წელს უფრო მცირეა, ვიდრე 2021 წელს: „ეს არის ჩემი ძლიერი მოწოდების მიზეზი, მოვხსნათ ყველა დაბრკოლება რუსული სასუქების ექსპორტისთვის. ეს საკითხი სანქციებს არ ექვემდებარება“.
სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,