არჩევნებში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ბლოკის გამარჯვების შემდეგ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
მაგდალენა ანდერსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატივი უნდა სცეს შვედ ხალხს და შვედურ დემოკრატიას.
მაგდალენა ანდერსონის სოციალ-დემოკრატები 2014 წლიდან მართავდნენ შვედეთს და პოლიტიკურ არენაზე 1930-იანი წლებიდან დომინირებდნენ.