ბრიუსელი NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, 13-14 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართება. შეხვედრას NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. 

განსახილველი საკითხების შესახებ დამატებითი დეტალების შესახებ ალიანსი ჯერ არ საუბრობს.

იენს სტოლტენბერგი 12 ოქტომბერს პრესკონფერენციას გამართავს.