მედია: აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ 8 სტრატეგიული სიმაღლე გადავიდა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ 8 სტრატეგიული სიმაღლე გადავიდა. ამის შესახებ თურქეთის მედია წერს. 

მედიის ცნობით, ბოლო დღეების მონაცემებით, აზერბაიჯანის ჯარმა სომხეთის 53 პოზიციაზე დაამყარა კონტროლი. 

„მწყობრიდანაა გამოსული სომხეთის შეიარაღებული ძალების 538-ე ცალკეული სამთო მსროლელი ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა აზერბაიჯანის კალბაჯარის ოლქის უსაფრთხოებას“, - წერს მედია. 

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.