აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამ შაბათ-კვირას ეწვევა სომხეთს, რათა სომხეთ-აზერბიაჯანის საზღვარზე შეტაკებების ფონზე, ქვენის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს, ამის შესახებ POLITICO-ს წყარომ განუცხადა.
პელოსი, სავარაუდოდ პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში ჩასვლას დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეკერთან ერთად გეგმავს.
პელოსის ოფისში ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.