ცნობილია, რა ვადებში შეასრულებს უკრაინა ევროკავშირის შვიდ რეკომენდაციას

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის შვიდი რეკომენდაცია ნოემბრისთვის უნდა შეასრულოს. 

ზელენსკის თქმით, ევროკომისიამ უკრაინის მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეფასება სწრაფად უნდა დაიწყოს.

„უკვე ნოემბერში უნდა შესრულდეს შვიდი რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას მოგვცა. ევროკომისიამ ინტეგრაციის კუთხით ჩვენი პროგრესის შეფასება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. უკვე მომდევნო წელს კი ნათელი უნდა მოვფინოთ, თუ როდის შეძლებს უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას. უკრაინა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

დაახლოების შემადგენელ ნაწილებად განიზილება ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის ევროკავშირის შიდა წესების ამოქმედება, როგორც ჩვენი ინსტიტუციონალური სამუშაოს შერწყმა, ასევე მაგალითად საბაჟოზე, ერთობლივი საბაჟო კონტროლის დაწესება უკრაინის საზღვარზე ევროკავშირთან. ჩვენ ამისთვის უკვე ვმუშაობთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.