ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებებისას 18 ადამიანი დაშავდა

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე ფართომასშტაბიანი შეტაკებები პარასკევს დილით დაიწყო. ყირგიზეთის სასაზღვრო სააგენტოს ცნობით, ტაჯიკური მხარე ყირგიზეთის პოზიციებს საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეუტია.

ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის სასაზღვრო რაზმის სამხედროებმა, შეთანხმების დარღვევით, მძიმე იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს ტაჯიკეთის სასაზღვრო ფორპოსტ „დუშანბეს".

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილით 11:00 საათის მონაცემებით, ტაჯიკეთის საზღვრისპირა რაიონებში შეტაკებების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება.