ნენსი პელოსი: სომხეთში შაბათს გავემგზავრები

"სომხეთში შაბათს გავემგზავრები", - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დაადასტურა, რომ სომხეთს ვიზიტით ეწვევა

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ეხება ადამიანის უფლებებსა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემას“, - აღნიშნა ნენსი პელოსიმ.

ამასთან, პელოსიმ უარი განაცხადა ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე.

მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში ჩასვლას დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეკერთან ერთად გეგმავს.